ავტომობილი, რომელიც ნახშიროჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს

შანხაის საავტომობილო ინდუსტრიის კორპორაცია SAIC-ის ავტომობილის YeZ-ის კონცეფცია იმითაა რევოლუციური, რომ იგი მცენარეების მსგავსად ფოტოინთეზირებს. აითვისებს ჰაერში უკვე არსებულ ნახშიროჟანგს და ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება მანქანის სახელში ჩადებული აზრიც, YeZ ხომ ჩინურად “ფოთოლს” ნიშნავს.

მრავალ ფუტურისტულ ასპექტს შორის გამოირჩევა სახურავი, რომელზეც განთავსებულია მზის პანელები და ბორბლები, მასზე დამაგრებული მცირე ზომის ქარის ტურბინებით, დამატებითი ენერგიის მისაღებად.

აღნიშნული მახასიათებლები არა მხოლოდ საწვავზე ენერგო და ფულადი რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა, არამედ თანამედროვეობის ისეთი მწვავე პრობლემის მოგვარებისაც, როგორიცა ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების ხელშეწყობა.

პოზიცია