დეფაქტო აფხაზეთის მრავალწლიანი პრობლემები – მაინინგი და ენერგოკრიზისი

„კომერსანტმა“ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართული ვერსია შემოგვთავაზა:

„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.

მცირე ხნით,  აფხაზეთის მოსახლეობამ თითქოს ამოისუნთქა – რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების დაწყების შემდეგ ნორმალური ენერგომომარაგება აღდგა. თუმცა, ცოტა ხანში ეს სიმშვიდე დასრულდა.

რამდენიმე დღეში სოხუმის ერთ-ერთ ქვესადგურზე ავარია მოხდა, რომელმაც უშუქოდ თითქმის მთელი ქალაქი დატოვა. ამან, ყველაფერთან ერთად წყალსაქაჩების მუშაობაც შეაჩერა და ქალაქი შემდეგ დილამდე წყლის გარეშეც დარჩა.

პარალელურად, ელექტროენერგიის გათიშვებიც განახლდა, ოღონდ წინა კვირებთან შედარებით ბევრად უარესად – ადრე განრიგი მაინც მოქმედებდა და ეს მოსახლეობის სიტუაციასთან ადაპტირების შესაძლებლობას აძლევდა.

გათიშვების ახალი ტალღა დაიწყო, ქაოტური და უსისტემო – ზოგ ადგილას შუქი შეიძლება საერთოდ არ გაითიშოს 2-3 დღის მანძილზე, ზოგან კი ადგილობრივებს სიბნელეში რამდენიმე საათით ყოფნა უწევთ.

ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგია დეფიციტი არაა – რუსეთიდან დღეს აფხაზეთში ენერგიის საკმარისი მოცულობა მოდის. განახლებული ენერგოკრიზისის მიზეზი იგივეა, რაც მანამდე იყო – ჭარბი მოხმარება და ენერგოსისტემის უკიდურესი გადატვირთულობა.

სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენეგრომ“ განაცხადა, რომ ამის გამო ენერგომომარაგება დროებით იმ რაიონებს შეუწყდებათ, სადაც გადატვირთულობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს – ანუ, უსისტემოდ, ქაოტურად, ისე, რომ არავინ იცის, შემდეგი ვინ იქნება.

„ჩერნომორენერგოს“ პრეს-მდივნის ალხას გაგულიას თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა – სოხუმში ენერგოსისტემა თითქმის ყველა რაიონში შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.

საშინელიგადატვირთულობაასოხუმშიზოგადგილასფიდერებიავტომატურადითიშებაზოგანკიჩვენიოპერატორებითიშავენრუსეთმაენერგიაიმპირობითმივიღეთრომმოხმარებასშევამცირებდითგარკვეულიდროითჩვენესმართლაცმოვახერხეთთუმცამოგვიანებითმაინერებიისევამოქმედდნენთანაცბუნებრივიდატვირთვაცივიამინდისგამოცგაიზარდა.  დღესჩვენთათბირიჩავატარეთდაგადაწყვეტილებაცმივიღეთ – მკაცრრეჟიმსვუბრუნდებითდაკრიპტოვალუტისმომპოვებლებსქსელიდანისევჩამოვჭრით“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, განრიგზე გადასვლა არ განიხილება, რადგანაც, ვითარება სხვადახხვა რაიონში განსხვავებულია – ზოგ ადგილას ენერგოსისტემა ნორმის ფარგლებში მუშაობს, ამიტომაც იქაური მოსახლეობა სხვისი დანაშაულის გამო არ უნდა ისჯებოდეს.

მაინერებთანდაკავშირებითბევრისირთულეამსხვილიფერმებიჩვენუკვეგავთიშეთდაისინიპრობლემასარქმნიანმაგრამმცირემაინერებსრომლებიცსახლებშიიმალებიან,  ჩვენვერვხედავთ. 5-10 აპარატიმუშაობსთავისთავადესბევრიარააერთიფერმისთვისთუმცაჯამურადყველაზედიდპრობლემასენერგოსისტემასსწორედისინიქმნიანამიტომაცჩვენშეზღუდულებივართ – მაგალითადროდესაცვხედავთსადღაცჭარბმოხმარებასსახლშიშესვლისუფლებამაინცარგვაქვსესჩვენსუფლებამოსილებაშიარშედის – ვერშევალთკერძოსახლშიდავერშევამოწმებთმუშაობსთუარაიქკრიპტოვალუტისმომპოვებელიმანქანაესსამართალდამცავმაორგანოებმაუნდაგააკეთონ“ – ამბობს ალხას გაგულია.

ფაქტია, რომ აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვამ, და მაინერების წინაამღდეგ ბრძოლამ შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო – საბოლოო ჯამში, ფერმების ნაწილის დახურვის მიუხედავად, ენერგოსისტემას მაინც არ ეშველა.

ალბათ გასაგებიცაა რატომ – ბიტკოინის ფასმა ხომ უკვე 27 000 დოლარს მიაღწია.”

წყარო: “კომერსანტი”

პოზიცია