ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 46$-ზე დაბლა დაეცა

მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების რაოდენობა გაიზარდა

მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების რიცხვი დეკემბერში 2,8%-ით, ანუ 1,104 ერთეულით გაიზარდა, ნათქვამია ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანიის Baker Hughes-ის მონაცემებში.

თუმცა, წლიური მონაცემების მიხედვით, შარშანდელელ ზრდის მონაცემებთან შედარებით, ჭაბურღილების რაოდენობა 939-ით შემცირდა.

აშშ-ში თვიური მაჩვენებელი 2-ით, ანუ 9% -ით გაიზარდა და მთლიანობაში 339 ერთეული შეადგინა. კანადაში – 5-ით, ანუ 5% -ით გაიზარდა და ამჟამად 100 ჭაბურღილზე წარმოებს ნავთობისა და გაზის აქტიური მოპოვება.

ევროპაში კი რაოდენობა შემცირდა 5-ით (-5%) და მთლიანობაში 97 ერთეული დარჩა. ახლო აღმოსავლეთში 3-ით (+ 1%) გაიზარდა და შეადგინა 242. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში (APR) ჭაბურღილების რაოდენობა ისევ ნოემბრის დონეზე დარჩა, ანუ, მთლიანობაში – 164 ერთეული. აფრიკაში – შემცირდა 10-ით, ანუ 16% -ით და დარჩა 53-მდე ჭაბურღილი. ლათინურ ამერიკაში მაჩვენებელი გაიზარდა 8-ით (+ 8%) და 109 ერთეული შეადგინა.

პოზიცია