რატომ ვერ უწევს სერიოზულ კონკურენციას “მწვანე” ენერგია ნახშირს?

“მწვანე” ენერგია, მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, მაინც ვერ უწევს ნახშირს ღირებულ კონკურენციას, აღნიშნავს ქვანახშირის მომპოვებელი პოლონური კომპანიის Weglokoks– ის აღმასრულებელი დირექტორი იირი პოდსლიადო. რატომ ხდება ასე?

ქვანახშირზე მომუშავე ენერგია პრიორიტეტად რჩება მწვანე ალტერნატივებთან შედარებით, რადგან უფრო იაფია ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის მხრივ. ქვანახშირზე ან ყავისფერ ნახშირზე გენერირებული ელექტროენერგიის ღირებულება მინიმუმ 1,9 ჯერ იაფია მზის მიერ გამომუშვებულ ელექტროენერგიაზე და 1.3 ჯერ იაფია ქარის მიერ გენერირებულ ენერგიაზე.

“მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნების რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელიც აჟამად მიმდინარე პანდემიური კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო გამწვავებულია” – აღნიშნავს ალან რაილი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი.

პოზიცია