აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიას აქვეყნებს

სამშაბათს, აშშ-ს ადმინისტრაციამ ირანზე დაწესებული სანქციების სიას დაამატა ამ ქვეყნის წარმომადგენელი ჰასან აიურული, რომელიც ამჟამად იმყოფება იემენის დედაქალაქ სანაში, რომელსაც თავის მხრივ, ანსარ ალაჰის აჯანყებულთა მოძრაობა აკონტროლებს. სიას ასევე დაემატა ირანის საერთაშორისო ალ-მუსტაფას სახელობის უნივერსიტეტი. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ აშშ–ს სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

გარდა ამისა, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში დაემატა ერთი პაკისტანელი. შეერთებული შტატები თვლის, რომ ის ასოცირდება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტარული ნაწილები), რომელიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად შეერთებულ შტატებში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 აპრილს ვაშინგტონმა IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. პირველად ამერიკის ისტორიაში, უცხო ქვეყნის რეგულარული შეიარაღებული ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

პოზიცია