პოლიტიკა

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი). ენერგეტიკა – $236.4 მილიონი; საფინანსო სექტორი – $111.1მილიონი; უძრავი ქონება – ...

Read More »

IEA – თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას 2 გრადუსით შეამცირებენ, რუსული გაზი აღარ დასჭირდებათ

ევროპა რუსული გაზის გარეშე მკაცრ ზამთარსაც კი გადაიტანს, თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას ორი გრადუსით შეამცირებენ. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განცხადება ენერგოეფექტურობის კონფერენციაზე გააკეთა, რაც ორგანიზაციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, IEA-მ გამოვთვალა, რომ თუ ევროპელი მომხმარებლები საკუთარ სახლებში ტემპერატურას მხოლოდ ორი გრადუსით შეამცირებენ, მაშინ, დაახლოებით, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაიზოგება, რაც Nord Stream 1-ით ...

Read More »

რა შედეგების მომტანი იქნება ემბარგო რუსეთისთვის

მიმდინარე კვირას ევროკავშირმა  რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ევროკავშირი აპირებს, რომ იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტზე  წლის ბოლომდე  თქვას უარი. რუსეთისთვის დაწესებული ემბარგოს გავლენებსა და შედეგებზე საუბრობს  კრის ვიფერი, ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში. კრის ვიფერმა, ანალიტიკოსმა ეკონომიკის საკითხებში, განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ენერგორესურსებისთვის მარტივი ბაზარი იპოვა და ჯერ ვერ იგრძნობს ფინანსურ დარტყმას. ექსპერტის თქმით, ინდოეთი და ჩინეთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებია, რადგან  ისინი რუსულ ნავთობსა ...

Read More »

გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში წარდგენაზე თანხმობა უკან გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ აქციონერთა ყოველწლიური კრებისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. შრიოდერის კანდიდატურა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე წამოაყენეს. შრიოდერი იმ დროს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ შრიოდერმა მაშინვე არ დატოვა როსნეფტი, რისთვისაც ის გერმანიაში გააკრიტიკეს. შრიოდერმა რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის შესახებ მაისის მეორე ნახევარში განაცხადა. ამასთან, ყოფილმა კანცლერმა თქვა, ...

Read More »

IAEA – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმალურია

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმალურია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით ავრცელებს. ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის დეტექტორებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ პირველად დაიწყეს მონაცემების გადაცემა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს ტერიტორია 24 თებერვალს დაიკავა. „39 დეტექტორის უმეტესობა, რომელიც მონაცემებს დახურულ ზონიდან აგზავნის, ახლა რადიაციული მონიტორინგის საერთაშორისო საინფორმაციო სისტემის (IRMIS) რუკაზე ჩანს “, ...

Read More »

აშშ-ის ხაზინის მდივანი: მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან

აშშ-ის ხაზინის მდივანმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან. ჯანეტ იელენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაზღვეული გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან. „ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“, – აღნიშნა იელენმა. მისი თქმით, „ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“.

Read More »

ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობს

ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობს. Financial Times-ის ცნობით ბრიუსელს ავტონომია სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტექნოლოგიებისა და თავდაცვის მიმართულებითაც სურს, ოღონდ არა იზოლაციის ხარჯზე. სხვა დარგებისგან გამორჩევით დღეს მდგომარეობა ყველაზე მძიმე ენერგეტიკაშია. კონტინენტის დიდი ნაწილის უსაფრთხოებას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უზრუნველყოფს. ტექნოლოგიებით მომარაგებაშიც პარტნიორი ქვეყნები არიან ჩართულნი, ნავთობის და უფრო მეტად გაზის შემთხვევაში კი რუსეთზე დამოკიდებულება სახიფათო ზღვარზე მაღალია. ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა სწრაფად და მარტივად ...

Read More »

ბაიდენმა მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა თავდაცვის წარმოების აქტი, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ში მზის და რამდენიმე სხვა სახის სუფთა ენერგიის წარმოებას, ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი ზომების მიღება დაავალა, რათა მზის ენერგიის მწარმოებლებისთვის პროდუქციის მიწოდება გაზარდოს. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით მოიხსნება. პრეზიდენტის განცხადებით, მზის ენერგიის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგია ასევე ...

Read More »

ჩინეთი ნახშირბადნეიტრალიტეტისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებას აანონსებს

ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად, ჩინეთის მთავრობა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებას აანონსებს. გარდა ამისა, მთავრობის მხრიდან ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკის გამოყენების გაძლიერებაც იგეგმება. გარდა ამ ყველაფრისა, ჩინეთი, მწვანე და დაბალი ნახშირბადის შემცველი პრაქტიკის წასახალისებლად და ადგილობრივი ხელისუფლების გასააქტიურებლად „სტიმულირებისა და შეკავების მექანიზმის“ შექმნასაც განიხილავს. რეკომენდაციების მიხედვით, ახალი საგადასახადო სისტემა ენერგიისა და წყლის შენახვის ხელშეწყობისა და ემისიების შემცირებისთვის უფრო შეღავათიან პოლიტიკაზე იქნება მორგებული. ხოლო ...

Read More »

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს – ევროკავშირში უკრაინის ელჩი

უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას… საუბარია გაზზე“, – განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში.

Read More »
Menu Title