ეკოლოგია

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება, – ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის. სანქციების ცვლილებები შეეხება რეკულტივაციის საკითხებს, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტებთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე დაურეგულირებელ თევზჭერას, ჰაერის დაბინძურებას, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისა და რეგულირების საკითხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა, ...

Read More »

ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს, სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა

ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს. სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ძლიერი ქარის გამო, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხიდები დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა გააუქმეს და ბორნები გააჩერეს, რადგან სანაპირო ტალღებმა წყალდიდობა გამოიწვია. ბერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში, დანიასა ...

Read More »
ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელი გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელ უწყებად გარემოს ეროვნული სააგენტო განისაზღვრება. ცვლილება “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შედის.  პროექტის თანახმად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, კონკრეტული კომპეტენციები, სამინისტროს ნაცვლად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს განესაზღვრება. სამინისტრო კი, ისევ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები სააგენტოს გადაეცემა. უფრო კონკრეტულად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენცია იქნება: გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ დიეგო კოლას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულ დირექტორ სესილ კუპრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე. მინისტრის მოადგილემ ევროპის ...

Read More »

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. კომპანია „რუსელოისის“ კუთვნილ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ...

Read More »

სლოვენია 2033 წლისთვის ნახშირის გამოყენებას შეწყვეტს

მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, სლოვენია 2033 წლისთვის ეტაპობრივად შეწყვეტს ნახშირის გამოყენებას და ამის პარალელურად ქვანახშირის რეგიონების რესტრუქტურიზაციას დაიწყებს. სლოვენია ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ქვანახშირზე დამოკიდებულების შეწყვეტის ეტაპობრივი ვადების დაზუსტება, სლოვენიას წვდომას აძლევს ევროკავშირის სამართლიანი გარდამავალი ფონდიდან თითქმის 250 მილიონ ევროზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ქვანახშირის ორ რეგიონს მოხმარდება. ამ ორი რეგიონიდან ერთ-ერთში, Savinja-Šalek-ში ნახშირზე მომუშავე ...

Read More »

ატომურ ელექტროსადგურ ფოკუსიმა-1-ზე ხსნარის გაჟონვა მოხდა

ატომურ ელექტროსადგურ ფოკუსიმა-1-ის ოპერატორი, Tokyo Electric Power Company-ის 4 ტონა ხსნარის გაჟონვის შესახებ იტყობინება, რომელიც ავარიული სადგურის ქვეშ ყინულის კედლის შენარჩუნებისთვის გამოიყენებოდა. გაჟონილი ხსნარისგან აკეთებენ მიწისქვეშა „კედელს“, რომელიც საშუალებას არ აძლევს მიწისქვეშა წყლებს რეაქტორის კონსტრუქციაში მოხვდეს. როგორც ცნობილია ყინულის კედელი კიდევ ინარჩუნებს გრუნტის წყლებს, ხოლო ხსნარი ბუნებას ზიანს არ აყენებს. შეგახსენებთ, რომ ფოკუსიმას ბირთული კატასტროფა 10 წლის წინ მოხდა. ყინულის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ავტომობილში „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება გადავადდა

ავტომობილების ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე ვალდებულების ამოქმედება გადავადდა. ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2023 წლამდე ავტომობილში სავალდებულო არ იქნება: ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტების, ცეცხლმაქრის, გამაფრთხილებელი სამკუთხედისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონა. ასევე არ ამოქმედდება „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება, გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან პირველი იანვრიდან. „კატალიზატორი“ მოეთხოვებათ ახალ იმპორტირებულ ავტომობილებს“,- აცხადებს დავით მესხიშვილი და იქვე ...

Read More »

იაპონია ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის დაბინძურებულ წყალს ზღვაში ჩაუშვებს

იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში დაბინძურებული წყლის გაშვებას გულისხმობს, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის კომპენსაციების სტანდარტებისა და უსაფრთხოების ანგარიშის გათვალისწინებით. იაპონიამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხულიდან დაახლოებით 1 მილიონ ტონაზე მეტ დაბინძურებულ წყალს ეტაპობრივად ზღვაში ჩაუშვებს. იაპონიის გადაწყვეტილებამ როგორც ადგილობრივი მეთევზეების, ისე  მეზობელი ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგობა გამოიწვია. ამის მიუხედავად, დეკემბრის დასაწყისში, ქარხნის ოპერატორმა Tokyo ...

Read More »

წამყვანი ბრენდები, პლასტმასის წარმოების შემცირებაზე, გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, მათ შორის Coca Cola და PepsiCo, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან და გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ, რომელიც პლასტმასის წარმოების შემცირებას ითვალისწინებს. მსოფლიოს ოფიციალური პირები, ამ წლის ბოლოს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე შეიკრიბებიან, სადაც ველური ბუნებისა და ოკეანეების დასაცავად, პლასტიკური ნარჩენების კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებას უკვე 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორისაა სამომხმარებლო პროდუქციის კომპანიები, Nestlé, ...

Read More »
Menu Title