ნავთობპროდუქტები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნგრეთი ვერ დაარწმუნეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით €500 ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 16  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111,55  (+  4,10)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110,49  (+  4,39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დიდი ხნის შემდეგ, პირველად საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა

რუსეთ-უკრაინის ომმა ნავთობპროდუქტების ბაზარს ნეგატიური კვალი დაატყო. ბოლო პერიოდის  განმავლობაში, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება ძირითადად ბენზინისა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ომის გამო რეგიონში მიმდინარე ომსა და, ამ პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ...

Read More »

ლიეტუვა: რუსეთის ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების პროცესში ევროკავშირი ერთ ქვეყანას “მძევლად ჰყავს აყვანილი”

ევროკავშირის გეგმას, ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ნავთობს, ბლოკის 27 წევრიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ბლოკავს – თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 16 მაისს. “მთელი კავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას ჰყავს მძევლად აყვანილი… ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, არ შეიძლება მძევლები ვიყოთ”, – თქვა ლანდსბერგისმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს ევროკავშირის დიპლომატების სიტყვებს, რომ ლანდსბერგისი ამ სიტყვებით უნგრეთს ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები საწვავის ფასებზე კომპანიებს შეხვდებიან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებით ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. “კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ კვირას, პარასკევს. ამიტომ ახლა მე მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, ...

Read More »

“საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო ფასებისგან”

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საწვავზე არსებული ფასები საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებთან თანხვედრაში არაა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს მიგნებები კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევის შემდეგ გამოავლინა. მინისტრი ამბობს, რომ ბაზრის მოთამაშეებთან შეხვედრები მიმდინარე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ, საწვავი გაიაფდება. “კონკურენციის სააგენტომ ბაზარი შეისწავლა და საინტერესო მიგნებები აქვს. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ...

Read More »

“გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს”

უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი დასავლეთისგან და „რუსულ ნავთობზე ნამდვილი ემბარგო“, რათა რუსეთი წლის ბოლომდე დაამარცხოს, ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. „უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით.  გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნამდვილი ემბარგო,ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, ეს ერთად დავასრულოთ”, – აცხადებს პოდოლიაკი.

Read More »

რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სავაჭრო შეზღუდვები იყო, რამაც ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აიძულა შეეწყვიტა მიწოდება, რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-მა 12 მაისს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთლიანი გაყიდვიდან დღეში დაახლოებით 8 მილიონი ბარელის ოდენობით. IEA-ს თანახმად, რუსეთიდან ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

უკრაინაში ბენზინის 5 დღის, ხოლო დიზელის 3 დღის მარაგია – ელის თუ არა ქვეყანას საწვავის დეფიციტი

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თუ რამდენი ბენზინისა და დიზელის საწვავი დარჩა უკრაინაში. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  უკრაინას დღეს ბენზინის ხუთდღიანი მარაგი აქვს, ხოლო დიზელის საწვავისთვის ეს მაჩვენებელი სამი დღეა. უწყების განცხადებით, უკრაინაში საწვავის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. ამის შესახებ პირველმა ვიცე -პრემიერმა – ეკონომიკის მინისტრმა სვირიდენკომ  განაცხადა. ,,ჩვენთან, ოპერატორების ნორმალური ბიზნეს მოდელის პირობებში, ეს რეზერვები უნდა იყოს მინიმუმ 15 ...

Read More »

Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ $200 მლრდ-ს მიაღწია

APPLE საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უძვირეს კომპანიად რჩება, თუმცა მას ბოლო პერიოდში Saudi Aramco მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს და პერიოდულად ლიდერის პოზიციასაც ართმევს. რადგან ბირჟაზე არამკოს აქციების მხოლოდ 1.5% ივაჭრება, მისი ცნობადობა შედარებით დაბალია, მაგრამ ეს ფაქტი არაბულ გიგანტს წლიური $200 მლრდ-იანი მოგების მიღებაში ხელს არ უშლის. Saudi Aramco 1933 წელს დაარსდა და ამჟამინდელი შეფასებით 270 მლრდ ბარელ ნავთობის მარაგებს ფლობს. 2021 ...

Read More »
Menu Title