რას გულისხმობს ენერგოეფექტურობისა და მავნე აირების ემისიის შესახებ მერების შეთანხმება

რას გულისხმობს ენერგოეფექტურობისა და მავნე აირების ემისიის შესახებ მერების შეთანხმება

საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრს  მერების შეთანხმების მხარდამჭერის ოფიციალური სტატუსი აქვს. სტატუსის მიღების პროცესში ორგანიზაციამ გააფორმა ხელშეკრულება ევროკომისიასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრი მერების შეთანხმების ხელშემწყობი ორგანიზაცია იქნებოდა.

„მერების შეთანხმება არის ევროპული ინიციატივა, რასაც იდეოლოგიური საფუძველი კლიმატის ცვლილებებმა დაუდო. ამ დრომდე მეცნიერები ორჭოფობდნენ თუმცა დღესდღეობით უკვე თითქმის ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ კლიმატური კატაკლიზმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური რევოლუციის შემდეგ ადამიანმა ინტენსიურად დაიწყო ენერგეტიკული წიაღისეულის მოპოვება და მისი მავნე აირების ატმოსფეროში გატყორცნა. ამ პროცესებმა გლობალური პრობლემები გამოიწვია.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ევროკომისიამ წამოაყენა ინიციატივა, რომ მომხდარიყო ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და ჰაერში მავნე ნივთიერების ემისია. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის დაახლოებით 6500 თვითმმართველი ერთეული არის აღნიშნული შეთანხმების ხელმომწერი ხოლო საქართველო ამ ინიციატივას 2010 წლიდან შეუერთდა.“ -განაცხადა ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვილმა

რაც შეეხება შეთანხმების კონკრეტულ მიზნებს, გახლავთ მავნე ნივთიერებების ემისიების გატყორცნის შემცირება ატმოსფეროში 20%-ით, რაც 2020 წლამდე უნდა მოხდეს. ამის ძირითადი მეთოდი გახლავთ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება. ამ პროცესის განსახორციელებლად თითოეულმა მერმა თუ გამგებელმა ძირეულად უნდა შეისწავლოს ის ვითარება, რაც არის მის მუნიციპალიტეტში.  ინფორმაციული თვალსაზრისით უნდა მოხდეს აღწერა იმისა თუ რა ოდენობის ენერგია მოიხმარება და რა ოდენობის ნახშირორჯანგის გამოყოფა ხდება კონკრეტულ ქალაქსა თუ უბრლო დასახლებულ პუნქტში. ამის შემდეგ დგება სამოქმედო გეგმა, რომელსაც ევროკომისია ამტკიცებს და იწყება აქტიური მოქმედებები ენერგოეფექტური ღონისძიებების გასატარებლად.

იზი ალადაშვილი

Leave a Reply

Menu Title