იაპონიაში შენდება ელექტროსადგური რომელიც ბამბუკზე იმუშავებს

იაპონიაში შენდება ელექტროსადგური რომელიც ბამბუკზე იმუშავებს

ელექტროენერგიის გენერაციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. The Wall Street Journal–ის ცნობით, კომპანია Fujisaki Electric ელექტროსადგურის აგებას გეგმავს, რომლის ძირითადი საწვავიც ბამბუკი იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ ბამბუკი განახლებადი რესურსია, რომელიც საკმაოდ სწრაფად იზრდება.

მშენებლობა 2016 წლის იანვრიდან დაიწყება და ელექტროსადგური იმავე წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. საერთო დანახარჯები კომპანიას 19,4 მლნ დოლარზე აქვს გათვლილი.

Fujisaki Electric–ში აცხადებენ, რომ ელექტროსადგური წელიწადში 15,8 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისი იქნება 5 000–მდე საოჯახო მეურნეობის ელექტოენერგიით უზრუნველსაყოფად.

ბამბუკი, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ მცენარედაა აღიარებული. მისი ზოგიერთი ჯიში დღში 91 სმ–ითაც კი იზრდება. Fujisaki Electric–ს პროექტის მომზადებაში დახმარება გერმანულმა Lambion Energy Solutions–მა გაუწია.

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply

Menu Title