გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს “ყაზტრანსგაზის” გასხვისება

საუბარი იმის შესახებ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იყიდება და მის შეძენას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აპირებს, კარგა ხანია არ წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები „ყაზმუნაიგაზსა“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. „ყაზმუნაიგაზთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია აქვს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ვალიშვილს, ამ დღეებში ეს ინფორმაცია დაადასტურა ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა ილია ელოშვილმაც.

„შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ, თუმცა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკებები. ასე რომ, მე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებდი. რაც ხდება კანონიერად და რაც წაადგება კომპანიას და ბიზნესს, ყოველთვის მივესალმებით ამგვარ კერძო გარიგებებს“, – განაცხადა მან.

როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, დეტალები ენერგეტიკის სამინისტროსთვის უცნობია და იმაზე მეტს ვერაფერს იტყვიან, რაც მინისტრმა ოფიციალურად თქვა. Nike Air Max 90 Pas Cher Pour Homme „ბიზნესპრენიუსთან“ კომენტარისგან თავი შეიკავა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმაც“. ამაჟამად მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს, რას მოგვიტანს „ყაზტრანსგაზის“ გასხვისება და ხომ არ აისახება ეს ბუნებრივი აირის ტარიფზე, მაგრამ ვიდრე ამ საკითხის განხილვას შევუდგებოდეთ, საყურადღებოა გავიხსენოთ, ვინ დგას მოსალოდნელი გარიგების უკან: ყაზახურმა „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილგაზი“ 2006 წელს, 12 მილიონ 500 ათას ლარად შეიძინა. 2009 წლისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიმართ. ვალების ამოსაღებად სემეკმა კომპანიაში 2009 წელს სპეციალური მმართველი დანიშნა. nike tn requin pas cher ყაზახური მხარე წლებია კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ცდილობს. 2015 წლის ოქტომბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზმა“ ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

რაც შეეხება „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“, ეს კომპანიაც 2006 წელს არის დაარსებული. მისი მფლობელი, ოფშორულ ზონაში, კერძოდ მარშალის კუნძულებზე, 1994 წელს დაარსებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი“ გახლდათ. ამ კომპანიის ერთადერთი ქართველი პარტნიორი კი საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი წევრი დავით ბეჟუაშვილია. kanken fjallraven france ენერგეტიკის სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ამ სფეროში ძალიან გამოცდილი კომპანიაა, მათ შორის არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა, რომელმაც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ჩვენი ენერგეტიკული წყაროების გამოყენებას ქართული კომპანიები დაიწყებენ, ეს ჩვენთვის ყველა პარამეტრის მიხედვით ხელსაყრელია.

„მით უმეტეს, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ საკმაოდ ძლიერი კომპანიაა და ენერგეტიკაში დიდი გამოცდილება აქვს. მართალია „ყაზტრანსგაზს“ ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი მოგვარებული აქვს, მაგრამ მის მუშაობაში ბევრი ხარვეზია. Fjallraven Kanken No.2 ახალმა ინვესტორმა ამ ხარვეზებსაც უნდა მიხედოს. თუ ეს გარიგება შედგება, კომპანიის გაყიდვისას ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ: რა არის გაკეთებული და რა – არა. მაგალითად: „ყაზრანსგაზმა“ გამრიცხველიანების პროცესი დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხია. როგორც ვხედავთ, ძალიან ხშირად ხდება გაზის აფეთქება, გაჟონვა, მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ… nike air max 2016 blauw ეს ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. რაც შეეხება კომპანიის ვალს, როგორც ვიცი, მისი ნაწილი უკვე გადახდილია, მაგრამ ამ ვალს გადახდა უნდა. ბუნებრივია, ვინც კომპანიას შეისყიდის, უნდა იცოდეს, რომ ეს ვალი გასასტუმრებელია“, – აღნიშნავს ანზორ ჭითანავა. მისი თქმით, ახალი მეპატრონე ყველა პრობლემას ახლებურად მიუდგება და ეცდება გამოასწოროს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომსახურების გაუმჯობესებას ტარიფის გაძვირებაც მოჰყვეს, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული იქნება:

„ახალმა მფლობელმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ გაზის ტარიფი არ გაძვირდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი სამუშაო დახვდება: ქსელი დაძველებულია და მისი მოწესრიგება მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ცუდი ისაა, რომ თუ ეს გარიგება შედგება, მონოპოლია მაინც დარჩება, რადგან ბაზარზე ამ კომპანიის კონკურენტი არ ჩანს, თუმცა მე დადებით მოვლენად მივიჩნევ, რომ „ყაზტრანსგაზის“ შეძენას ქართული კომპანია აპირებს, სადაც ძალიან კარგი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებმაც იციან რა გააკეთონ და როგორ“, – ამბობს ანზორ ჭითანავა. „ბიზნესპრესნიუსმა“ ამ თემაზე კომენტარი საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილეს – ნათია თურნავას სთხოვა.

„ყაზტრანსგაზის“, ისევე როგორც ნებისმიერი კომპანიის ყიდვა-გაყიდვა, საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ნორმალური პროცესია. ეს, სულ მცირე, იმაზე მეტყველებს, რომ „ყაზტრანსგაზი“, როგორც კომპანია, მიმზიდველია ახალი ინვესტორისთვის და მას კარგი პოტენციალი აქვს. ასევე მისასალმებელია, რომ მყიდველი არის ენერგეტიკის სფეროში გამოცდილი და წარმატებული ქართული კომპანია, რომელიც ეფექტიანად მართავს თავის პორტფელს და ასეთივე მიდგომა ექნება „ყაზტრანსგაზის“ მიმართ. რაც შეეხება ყაზახურ კომპანია „ყაზმუნაიგაზს“, იგი რჩება ქართულ ბაზარზე, ოღონდ სხვა აქტივების მფლობელად, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ნათია თურნავა.

„სემეკის“ წევრი გიორგი ფანგანი კი აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი კომისია ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, ამიტომ მათაც ისეთივე ინფორმაცია აქვთ, როგორც ყველას. ამ სფეროში ახალი ინვესტორის შემოსვლას გიორგი ფანგანიც დადებითად აფასებს:

„თუ „ყაზტრანსგაზი“ გაიყიდება და ამ ბაზარზე ახალი ინვესტორი შემოვა, ეს კომპანიისთვის ძალიან კარგი იქნება. ამის ახსნა მარტივია: დღეის მდგომარეობით, კომპანიაში არის დროებითი მმართველი, რომელიც „სემეკის“ მიერ არის დანიშნული. როდესაც კომპანია ამდენ ხანს რჩება დროებითი მმართველის რეჟიმში, ეს კარგი არ არის. თუ „ყაზტრანსგაზში“ ახალი მენეჯმენტი შემოვა, ის კომპანიას განავითარებს, ქსელსაც გააუმჯობესებს და მომსახურების ხარისხსაც აამაღლებს. Nike Air Max Norge Nettbutikk კომპანიის განვითარებას ახალი ინვესტიციები სჭირდება და ამის გარანტი ახალი ინვესტორი, ახალი მესაკუთრე უნდა გახდეს“, – ამბობს გიორგი ფანგანი. ხომ არ მოიმატებს ბუნებრივი აირის ტარიფი? – ამ შეკითხვას გიორგი ფანგანმა მოკლედ უპასუხა: „საერთოდ, ტარიფის დადგენისას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვის ხელშია ესა თუ ის კომპანია.

Leave a Reply

Menu Title