ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა იწყება

“აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა იწყება.

მშნებლობის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის  გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და  საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB)  ქეით ჯულიანი.

220/110 კვ-იანი ქვესადგური “ხორგას” ინვესტიცია დაახლოებით 12 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Siemens-ი აწარმოებს.

ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას; ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

Leave a Reply

Menu Title