ბაქოდან თურქეთში სარკინიგზო მაგისტრალით ჩასვლას ერთი დღე დასჭირდება

ბაქოდან თურქეთში სარკინიგზო მაგისტრალით ჩასვლას ერთი დღე დასჭირდება

სარკინიგზო მაგისტრალზე ბაქო-თბილისი-ყარსი მგზავრების გადაყვანის მიზნით, აზერბაიჯანმა თურქეთს კიდევ 30 ვაგონის შეკვეთა მისცა. ამის შესახებ სააგენტო “ტრენდს” აზერბაიჯანის რკინიგზის პრეს-სამსახურის უფროსმა ნადირ აზმამედოვმა განუცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე დასრულებულია და ვაგონები შეკვეთილია. ”ვაგონები იქნება კომფროტული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ისინი აზერბაიჯანში მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვა. მგზავრებს ყარსამდე ჩასვლა ერთ დღეში შეეძლებათ”, – განაცხადა აზმამედოვმა.

რაც შეეხება ღირებულებას, აზმამედოვის თქმით, ეს საკითხი თურქეთისა და საქართველოს მთავრობებთან შეთანხმდება. მისივე განმარტებით, უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება ამ მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები ახალქალაქში სატვრითო ვაგონების ცვლილებასთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მაქსიმალური გამტარუნარიანობა ყოველწლიურ 17 მილიონ ტონაზეა გათვლილი. საწყის ეტაპზე კი ეს მაჩვენებელი 6,5 მილიონი ტონა ტვირთი და 1 მილიონი მგზავრი იქნება.

bpn.ge

Leave a Reply

Menu Title