მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია
————————————————————–
“ყველა სამუშაო მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების გამო და რესპუბლიკის შიგნით სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად კეთდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სამუშაოებში რუსეთის მხარის ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ბულგაკოვმა.
“რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით რკინიგზის ტერიტორიის აღსადგენად ჩამოვიდნენ. სამუშაოები 33 კილომეტრის მონაკვეთზე მიმდინარეობს. მათგან 9 კილომეტრი უკვე გაწმენდილია”, – განაცხადა ბულგაკოვმა.
მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულდეს.
Sputnik-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 500 სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური ტექნიკის 50-ზე მეტი ერთეული ოჩამჩირის სადგურიდან ენგურის ხიდამდე რკინიგზის აღდგენის პროცესში ჩაერთო. რკინიგზის აღნიშული მონაკვეთი აფხაზეთის ომის [1992-1993] შემდეგ არ ფუნქციონირებს.
netgazeti.ge