თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი

თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი

სემეკში დღეს სხდომა გაიმართა სადაც განხილული იყო თელასის მიერ 2015-2016 წლბში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა.

აღნიშნული კომპონენტის განხილვით დასრულდა სს”თელასის” ტარიფების განხილვაზე მუშაობა. სემეკს ტარიფის დადგენის საბოლოო ვადად კანონმდებლობით 18 დეკემბერი აქვს განსაზღვრული თუმცა დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ახალ ტარიფს სემეკი 3 სექტემბერს დაადგენს.

“დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილების პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. სხდომა ჩანიშნულია 3 სექტემბერს”, – განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

Leave a Reply

Menu Title