თურნავა: სწორედ მარეგულირებელი ტიპის სადგურები განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას

” ჩვენ გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც გააჩნია წყალსაცავი და შეუძლია, ზამთრისთვის წყლის შენახვა და აქვს რესურსი მოგვეშველოს, როდესაც დეფიციტური პერიოდი გვაქვს. ეს არის ძველი სადგურები, რომლებიც საბჭოთა პერიოდშია აშენებული და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი რეზერვუარიანი სადგური, რომელიც სარეზერვო სიმძლავრეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იყოს აშენებული. მცირე ჰესები, ქარის სადგურები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ქვეყანა ვიყოთ, მწვანე ენერგეტიკა გვქონდეს, მაგრამ სწორედ მარეგულირებელი ტიპის სადგურები განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

პოზიცია