აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

თურქმენეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან დეკლარაციას ენერგეტიკულ სფეროში.

დეკუმენტს ხელი მოეწერა 1 მაისს აშხაბადში მიმდინარე შეხვედრის დროს, რომელშიც თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ნავთობისა და გაზის მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები მხარს უჭერენ საიმედო, სტაბილური და გრძელვადიანი საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ენერგორესურსების მწარმოებლების, სატრანზიტო ქვეყნებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით.

მათ ასევე აღიარეს თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველყოფისათვის თანასწორი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მოსალოდნელია, რომ შემდგომი მოლაპარაკებების მიზნით შეიქნება სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკულ სფეროზე პასუხისმგებელი უწყებების მინისტრების მოადგილეების დონეზე.

ევროკავშირმა თურქმენეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის პროექტის აქტიური ლობირება დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტსაც მოიცავს, ბრიუსელის პრიორიტეტდა რჩება. ტრანსკასპიური გაზსადენი შეიძლება გახდეს TANAP-ის პროექტის ნაწილი, რომელსაც აზერბაიჯანი და თურქეთი ახორციელებენ.

წყარო: ენერგოდაიჯესტი

Leave a Reply