ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყნის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით შეიცვლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით შეიცვლება, რომლებიც ამერიკაში იქნება წარმოებული. ამის შესახებ გამოცემა Techcrunch-ი წერს. 

თუ ეს პირობა მან შეასრულა, ეს ამერიკული ავტომწარმოებლებისთვის სერიოზული წარმატების მომტანი იქნება. ცნობისთვის, ბაიდენმა პირობა ინიციატივა Made in America-ს ფარგლებში გასცა, რომელიც ამერიკულ ავტოინდუსტრიაში ერთი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს მიზნად.

ბაიდენის პირობა მასშტაბურ შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებს. ვინაიდან, ამერიკის მთავრობის ავტოპარკში, მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, 645 000 მანქანა შედიოდა, აქედან 224 000 მსუბუქი ავტომობილი იყო, ხოლო 412 000 სატვირთო.

ბაიდენის თქმით, ინიციატივა Made in America აშშ-ში წარმოებული პროდუქციის გაყიდვებს გაზრდის.

წყარო: BMG

Leave a Reply