ბაიდენი აპირებს აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ნავთობჭაბურღილების ბურღვის შეზღუდვას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს აპირებს გამოაცხადოს მოსამზადებელი ნაბიჯების შესახებ აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ბურღვის აკრძალვისთვის, იუწყება გაზეთი New York Times.

გამოცემის ორი წყაროს ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ბაიდენი გამოსცემს განკარგულებას, რომელიც დაავალებს  ფედერალურ უწყებას შემოსაღები აკრძალვის მასშტაბების განსაზღვრას.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ბურღვის აკრძალვა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია. მისმა ადმინისტრაციამ უკვე დროებით შეაჩერა ფედერალურ მიწებზე ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე ნებართვების გაცემა.

გაზეთის მონაცემების თანახმად, ბაიდენი ოთხშაბათს ასევე გამოსცემს განკარგულებებს, რომლითაც მთავრობას ევალება 2030 წლისთვის უზრუნველყოს ფედერალური მიწის და წყლის რესურსების 30%-ის შენარჩუნება.

აშშ-ში ნავთობის დაახლოებით 25%-ის მოპოვება ხდება ფედერალურ მიწებზე.

Leave a Reply