გიორგი ფანგანი: ჭკვიანი მრიცხველები დავებს აგვარიდებს

ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის პროცესს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უწოდებენ. სემეკში განმარტავენ, რომ ქვეყანა აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.

„ჭკვიანი მრიცხველი ეს ის ხელსაწყოა, რომელიც მონაცემებს გადასცემს დისტანციურად. მისი სიზუსტე და სტანდარტები ყველაზე მაღალია.

საქართველოში მრიცხველის სიზუსტესთან დაკავშირებით არაერთი დავა ყოფილა. თუნდაც, ჩვენი კომისია ყოველ კვირა განიხილავს მრიცხველთან დაკავშირებით ასობით დავას. ან მომხმარებელი, ან გამანაწილებელი კომპანია მრიცხველის ჩვენებას არ ეთანხმება და ა.შ.

ამის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დისტანციურ მრიცხველებს აღარ სჭირდება ფიზიკური პირები, რომლებიც უშუალოდ მივლენ და წაიკითხავენ. არ სჭირდება ლაბორატორიული შემოწმება ყოველ თვიურად, რამე ჩარევა ხომ არ იყო. ისინი ყველაფერს აღრიცხავენ. აქვთ მეხსიერების ფუნქცია. ყოველ წუთობრივად შეიძლება გადასცენ ინფორმაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეფორმების ფონზე, რომელიც ახლა ენერგეტიკაში ტარდება. როდესაც ჩვენ შეიძლება ელექტროენერგიის განსხვავებული საფასური მივიღოთ დღისა და ღამის განმავლობაში. ან დღის შიგნით იყოს სხვადასხვა ფასები. ეს ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა“, – აღნიშნა ფანგანმა.

Leave a Reply