ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის შენიშვნები არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო ის, რომ ინვესტორ კომპანიას გამომუშავებული ენერგიის საქართველოში დატოვების მხოლოდ 3 თვიანი ვალდებულება ჰქონდა. თუმცა ცვლილებების პაკეტის საფუძველზე ივნესტორი იღებს ვალდებულებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგიის საქართველოს ენეერგეტიკაში დატოვებას გულისხმობს

“ხუდონჰესის” პროექტში ცვლილება შედის. თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ მოუწევს, რომ მთელი წლის განმავლობაში დატოვოს.” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
“მიმდინარეობს 2011 წლის გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე საუბარი. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სამი თვის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში დატოვოს საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშილმა.

გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან დაწყებულია.

Leave a Reply

Menu Title