"გარდაბნის თბოსადგურზე" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

“გარდაბნის თბოსადგურზე” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე შპს „გარდაბნის თბოსადგურზე “ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. ლიცენზიის შესაბამისად, თბოსადგურმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა და მიაწოდოს ელექტროენერგია კვალიფიციურ სუბიექტებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.

გარდაბანში მდებარე ახალი თბოსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 231.2 მგვტ-ია, ხოლო ექსპლუატაციის ვადა – 25 წელი. აირი-ორთქლის კომბინირებული ციკლის ტიპის თბოსადგურის წლიური საპროგნოზო გამომუშავება 1,618 მლრდ.კვტსთ-ია.

Leave a Reply

Menu Title