Hyundai ბრიტანულ სტარტაპთან ერთად მფრინავი მანქანებისთვის პირველ აეროპორტს ააშენებს

აღნიშნული პროექტი შეირჩა სამთავრობო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს ნულოვანი ემისიის საფრენი აპარატებისა და საჰაერო ტრანსპორტის შექმნას.

მფრინავი მანქანების აეროპორტი ინგლისის ქალაქ კოვენტრიში აშენდება. პროექტით ასევე გათვალისწინებული იქნება, თუ როგორ იმუშავებენ საჰაერო ტაქსები ურბანულ ცენტრებში.

Urban-Air Port, ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც პარტნიორობას უწევს ავტომობილების გიგანტ Hyundai Motor- ს საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში.

ნოემბრიდან კოვენტრიის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხსენებული აეროპორტი, დაინახონ, თუ როგორ აფრინდებან საფრენ ბილიკებზე სამგზავრო დრონები და მფრინავი მანქანები .

”გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და Hyundai Motor Group- ის მხარდაჭერით, ჩვენ შევქმნით აბსოლიტურად უნიკალურ აეროპორტს მთელს მსოფლიოში”, – განუცხადა Reuters- ს Urban Air-Port- ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ რიკი სანდჰუმ.

“მფრინავი მანქანების შემუშავების მხრივ პროგრესი აშკარა იყო, თუმცა არ არსებობდა ინფრასტრუქტურა” – დაამატა მან.

”მატარებლიდან ჩამოსვლას ან მასში ასვლას ვერ შეძლებთ, თუ არ მიხვალთ რკინიგზის სადგურზე, აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია.”

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title