მალხაზ მიმინოშვილი: ნამახვან ჰესის მშენებლობისთვის საპროექტო კვლევები მსოფლიოში ცნობილმა ევროპულმა კომპანიამ ჩაატარა

ნამახვან ჰესის მშენებლობისთვის საპროექტო კვლევები მსოფლიოში ცნობილი ევროპული კომპანიის მიერ ჩატარდა, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას საზოგადოებრივმა ექსპერტმა, მალხაზ მიმინოშვილმა განაცხადა.

„საპროექტო კვლევები მსოფლიოში ცნობილი ევროპული კომპანიის მიერაა ჩატარებული. ჩატარდა იმ ნორმატივების მიხედვით, რაც ევროკავშირში არსებობს და უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. საინჟინრო გათვლების სისწორესა და კომპეტენციაში ეჭვის შეპარვა, ასე ვთქვათ, არ შეიძლება“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

ნამახვან ჰესის მშენებლობა წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან დღეს აქციაზე გააპროტესტეს. ისინი მშენებლობაზე 2015 წელს გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ხელკეტი.

პოზიცია