დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

საქართველოს დერეფანით აზერბაიჯანული გაზის გატარების ზრდას ელიან

საქართველოს დერეფანით აზერბაიჯანული გაზის გატარების ზრდას ელიან, მხოლოდ იანვარ-თებერვალში 18%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი მარტის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

სამხრეთ კავკასიური გაზსადენმა (SCP) 2020 წელს 11.150 მლრდ მ³ გაზი გაატარა, 2019 წელთან შედარებით ზრდა 21%-ია.

გაზსადენის დატვირთულობა 2013 წლიდან მზარდია, მაგალითად, 2013 წელს 3.2 მლრდ მ³ გაზი გაატარა, 2014 წელს 4 მლრდ მ³, ხოლო 2015 წელს ტრანზიტული გაზის მოცულობამ 5.8 მლრდ მ³-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით ზრდაა ბოლო 3 წლის განმავლობაში. 2018 წელს სამხრეთ კავკასიური გაზსადენით 7.1 მლრდ მ³ გაზის ტრანზიტი მოხდა, 2019 წელს ეს მოცულობა 9.2 მლრდ-მდე, ხოლო 2020 წელს 11.15 მლრდ-მდე გაიზარდა.

გასული წლის ბოლოდან ექსპლუატაციაში შევიდა ტრანსადრიატიკული გაზსადენიც (TAP), რითაც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება დაიწყო, რამაც გაზსადენების ეტაპობრივი დატვირთვა უნდა გაზარდოს.

ბუნებრივი გაზის ბალანსის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს

მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

Leave a Reply

Menu Title