ჯოზეფ ბაიდენს Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ. წერილს, რომელიც ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის სახელზეა დაწერილი, ხელს ხელოვნების 200-მდე მოღვაწე და ეკოაქტივისტი აწერს.

მათ შორის არიან ლეონარდო დი კაპრიო, რობერტ დაუნი-უმცროსი, ჯეინ ფონდა, კრის ევანსი, სკარლეტ იოჰანსონი და ხოაკინ ფენიქსიც. „სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნავთობსადენი უკანონოდ ფუნქციონირებს, რაც თქვენს ადმინისტრაციას პროექტის სამუდამოდ დახურვის უფლებამოსილებას აძლევს. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დახუროთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნებადართული დამღუპველი პროექტი“, – ნათქვამია წერილში. Dakota Access-ის ნავთობსადენის მშებებლობა აშშ-ში მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სტენდინგ-როკის ინდიელთა რეზერვაციაში გამართულ მსვლელობებში მონაწილეობა 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

Leave a Reply