საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

„სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს

„სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ვებინარზე განაცხადა.

ნასიროვმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საბოლოო ბიუჯეტი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პროექტის საწყის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია.

თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის 31 დეკემბერს ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო.

ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი გაზის მილსადენების მეშვეობით ექსპორტირება შეძლო. აზერბაიჯანული გაზი ევროპას საქართველოსა და თურქეთის გავლით მიეწოდება.

პოზიცია