2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს

საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგურის აშენება წელს დაიწყება

საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგურის აშენება წელს დაიწყება.

ენერგეტიკის განვითარების ფონდში ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელება აღარ გადავადდება.

ფონდში იმედოვნებენ, რომ უდაბნოს მზის სადგური ექსპლუატაციაში 2022 წელს შევა და წლიურად დაახლოებით 7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის სისტემას.

მზის პირველი ელექტროსადგური სოფელ უდაბნოში უნდა აშენდეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე კიდევ ერთი მზის ელექტროსადგურის პროექტი მზადდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 40 მლნ ლარს შეადგენს.

ენერგეტიკის განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ საქართველო, უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებს ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებას.

ამ ეტაპზე საქართველოს ელექტროსისტემას ქსელში მაქსიმუმ 130 მგვტ დადმული სიმძლავრის – მზის სადგურების ინტეგრირების საშუალება აქვს.

Leave a Reply