ჩინეთის შიდა ბაზარზე ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი გაიზრდება. აის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის სახელმწიფო კომიტეტი განვითარების და რეფორმების საკითხებში.
ფასები გაიზრდება 19 თებერვლიდან.
1 ტონა ბენზინის ღირებულება გაიზრდება 275 იუანით (დაახლოებით 42,6 აშშ დოლარი), დიზელის საწვავი – 265 იუანით (დაახლოებით 41 აშშ დოლარი).
1 ტონა ბენზინის ფასი იქნება 7690-დან 8130 იუანამდე (1192-დან 1260 აშშ დოლარამდე), 1 ტონა დიზელის საწვავის ფასი – 6835-დან 7175 იუანამდე (1059-დან 1112 აშშ დოლარამდე).
ჩინეთში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შეცვლის შემთხვევაში, რომლის შედეგად 1 ტონა ნავთობპროდუქტების ღირებულება შიდა ბაზარზე იზრდება ან იკლებს 50 იუანზე მეტით და ეს ვითარება გრძელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ხდება ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების კორექტირება.