ლევან დავითაშვილი: ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტები, ბენზინზე მოქმედებს ევრო 5 სტანდარტი, დიზელის სტანდარტებიც გაიზარდა.

„მოვახერხეთ საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა და ვფიქრობ, ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ საწვავის ხარისხი.

ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყარო იყო სამრეწველო ობიექტები, ატმოსფერულ ჰაერში სამრეწველო ობიექტებიდან დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ახალი ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით შემუშავდა კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა უკვე 2 მოსმენით მიიღო. გამკაცრდა სანქციები როგორც საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ისე ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ნორმების დარღვევის შემთხვევაში. 2020-22 წლებისთვის შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა, რომელიც 60 მილიონ ინვესტიციას ითვალისწინებს იმისთვის, რომ ეს ისტორიული პრობლემები ქალაქ რუსთავში მოვაგვაროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

პოზიცია