საქართველომ აზერბაიჯანისგან 7.017 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია იყიდა

მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 7.017 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია შეისყიდა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  თანახმად, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 74.4% -ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ელექტროენერგეტული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით კი, 2021 წლის იანვარში საქართველოს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 151,7779 მილიონი კვტ / სთ-ს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში მონაცემი 96% -ით, ანუ 1,9-ჯერაა გაზრდილი. 

2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც ქვეყანას 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა. კილოვატ საათი დენის აზერბაიჯანული იმპორტის საქართველოს 5 ცენტი უჯდება. შარშან საქართველომ ელექტროენერგია სულ სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, შეიძინა. 2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება.

კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა.

შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

პოზიცია