მურმან მარგველაშვილი: გაზის ტრანზიტი უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული და არ უნდა იყოს „მინისტრი მოელაპარაკა ვიღაცას „გაზპრომში““ დონეზე

სატრანზიტო დერეფანი, რომელიც საქართველოს კვეთს, წარმოადგენს კასპიის ნახშიწყალბადების ყველაზე მიმზიდველ მიწოდების მარშუტს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს გავლით ხორციელდება ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირება, როგორც მილსადენებით, ისე რკინიგზითა და საზღვაო პორტირებით.

საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, იმისათვის რომ საერთაშორისო ბაზრებს მომავალში დამატებით მიაწოდოს რეგიონის, და არა მხოლოდ რეგიონის, ნახშირწყალბადების რესურსები.

აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდა სტრატეგიული თანამშრომლობა კასპიის ენერგო რეუსრსების სატრანზიტო პროექტების, კერძოდ, ბაქო-სუფსის (WREP), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და ბაქო-თბილისი-ერზრუმის (SCP) მილსადენების და აგრეთვე, საქართველოს საზღვაო ტერმინალების და რკინიგზის, ეფექტური უტილიზაციისთვის.

2020 წელს თურქეთში აზერბაიჯანიდან 11.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ამ მოცულობიდან გაზსადენმა TANAP გაატარა.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია TANAP-ის პოლიტიკური ეფექტი, რადგან, თუ მანამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა – ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში – ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ენერგეტიკის ექსპერტის მურმან მარგველაშვილის აზრით, ზემოთხსენებული პროექტებისგან განსხვავებით, სადაც ყველა ნიუანსი ცნობილი და გამჭვირვალეა -ანუ გარკვეულია თუ, რისთვის რას და რამდენს ვიღებთ, შედარებით ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა დეტალები NSCP გაზსადენის შემთხვევაში, რომლის ძირითადი ფუნქცია რუსული გაზის მიწოდებაა საქართველოსთვის და ტრანზიტი სომხეთში.

ენერგეტიკოსის აზრით, აუცილებელია ძალიან მკაცრი და მკაფიო რეგულაციების გატარება. „არ უნდა იყოს „მინისტრი მოელაპარაკა ვიღაცას „გაზპრომში““ დონეზე. ზოგადად, სწორედ გაუმჭვირვალობა არის უპირველესი საფრთხე ტრანზიტის დროს, იმიტომ, რომ აღნიშნული ქმნის გარე ძალების მიერ პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის საშიშორებას. შესაბამისად, მინისტრს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი ინსტრუქცია, თუ რა როგორ უნდა იყოს დათვლილი და საერთოდაც, მსგავს მოლაპარაკებებში მინისტრი არც უნდა იღებდეს მონაწილეწობას. აღნიშნული უნდა გაააკეთოს უშუალოდ მონაწილე კომპანიების ხელმძღვანელებმა. აქედან დასკვნა, უმთავრესი არის ის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და ტარიფები იქნას დადგენილი მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიით.“ აცხადებს ექსპერტი.

ნინო სამადაშვილი 

Leave a Reply