“”ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის მშენებლობა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე უნდა შეჩერდეს”,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოფიციალური ვილნიუსი პროექტის გაუქმებას არ გეგმავს.
DW-ის რუსული გამოცემის ცნობით, პროექტის შეჩერება ლიეტუვის მიერ მილსადენის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კომპრომისის მიღწევას ემსახურება.
რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 19 სექტემბერს არის დაგეგმილი.