ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

„ოპეკი +“- მა გადაწყვიტა, აპრილის თვეში უცვლლი დატოვოს ნავთობის მოპოვების ოდენობა

აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების ოდენობა არ გაიზრდება  500 ათასი ბარელზე მეტად დღე/ღამეში, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს „ოპეკი +“-ის ქვეყნებმა. ამის შესახებ იტყობინება Bloomberg .

ნავთობის მოპოვების გაზრდის საკითხის განხილვა იგეგმება აპრილის თვეში, მაგრამ ამჟამად ხელშეკრულების მონაწილეები არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას. საუდის არაბეთმა გადაწყვიტა გააგრძელოს დამატებით ნავთობის მოპოვების შემცირება 1 მილიონი ბარელით დღე/ღამეში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში „ოპეკი +“-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყოველდღიური მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით არა უმეტეს 500 ათასი ბარელით. თებერვლისა და მარტის თვეებში საუდის არაბეთმა ნებაყოფლობით შეამცირა ნავთობის მოპოვება 1 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში  ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით იანვრის თვის მოპოვებასთან შედარებით.

Leave a Reply

Menu Title