“უნგრეთი დაინტერესებულია კავკასიიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებით”

”უნგრეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული მხარდამჭერია.”

აღნიშნულის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, იუწყება უნგრული პრესა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში: ”ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობა მიგვაჩნია ევროკავშირის განმტკიცების საუკეთესო მექანიზმად. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიზნით, საჭიროა ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ახალი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძიება. საქართველო კი ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია.”

სიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ”ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს თხოვნას 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისა.”

პიტერ სიარტომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური ევროპის ენერგორესურსებით მომარაგებაში: ”უნგრეთი დაინტერესებულია კავკასიიდან ცენტრალური ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებით, ხოლო საქართველო აღნიშნულში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა”.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title