TANAP– ის საშუალებით თურქეთს 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა თურქეთში, რაც 15,6%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით.

აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელეს, ნავთობისა და გაზის წარმოების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ხსენებული მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში 919 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP).

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title