მას შემდეგ, რაც სუპერ გადამზიდის მიერ ბლოკირებული სუეცის არხი გაიხსნა, ნავთობზე ფასები ისევ დაეცა.
2021 წლის 30 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 64,14 (- 0.84) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 60,55 (- 1,01) დოლარი/ბარელზე.