საწვავი კიდევ ერთხელ, გაძვირდა

საწვავი ისევ გაძვირდა

დღეიდან საწვავი 2 თეთრით გაძვირდა და 2.66 ლარიდან 2.68 ლარი გახდა. 

ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა. გასულ კვირას საწვავის ფასმა კიდევ 3 თეთრით მოიმატა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. 

Leave a Reply

Menu Title