მსოფლიოს ბირთვული ასოციაცია ატომური პროგრამებით დაინტერესებული ქვეყნების სიაში საქართველოსაც ასახელებს

მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის ინფრომაციით, 30-მდე ქვეყანა განიხილავს, გეგმავს ან იწყებს ბირთვული ენერგიის პროგრამებს.

აღნიშნული მოიცავს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს.

მაგ: ბელორუსი, ბანგლადეში და თურქეთი უკვე აშენებენ პირველ ატომურ ელექტროსადგურებს.

ასოციაციის ცნობით, გარდა აღნიშნული 30 ქვეყნისა, ასევე დაახლოებით 20-მა ქვეყანამ გარკვეულ მომენტში გამოხატა ინტერესი ბირთვული პროექტებისადმი.

ეს ქვეყნებია:

ევროპაში: ალბანეთი, სერბეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ირლანდია, თურქეთი.

შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში: სპარსეთის ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთის, კატარისა და ქუვეითის ჩათვლით; იემენი, ისრაელი, სირია, იორდანია, ეგვიპტე, ტუნისი, ლიბია, ალჟირი, მაროკო, სუდანი.

დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში: ნიგერია, განა, სენეგალი, კენია, უგანდა, ტანზანია, ზამბია, ნამიბია, რუანდა, ეთიოპია.

ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში: კუბა, ჩილე, ეკვადორი, ვენესუელა, ბოლივია, პერუ, პარაგვაი.

ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში: აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, მონღოლეთი, ბანგლადეში, შრი-ლანკა, უზბეკეთი.

სამხრეთ აზიასა და ოკეანეთში: ინდონეზია, ფილიპინები, ვიეტნამი, ტაილანდი, ლაოსი, კამბოჯა, მალაიზია, სინგაპური, მიანმარი, ავსტრალია.

აღმოსავლეთ აზიაში: ჩრდილოეთ კორეა.

თუმცა, მსოფლიოს ბირთვული ასოციაცის აზრით, ხსენებული ქვეყნები ბირთვული სიმძლავრის გაფართოებაში უახლოეს მომავალში დიდ წვლის სავარაუდოდ ვერ შეიტანენ და მიიჩნევენ, რომ განვითარების ტემპების შედარებით სწრაფი იქნება იმ ქვეყნებში, სადაც შესაბამისი ტექნოლოგიები უკვე კარგად არის ინტეგრირებული.

ამასთან, ასოციაცია იმასაც უსვამს ხაზს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ურბანიზაციის ტენდენცია ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და ენერგიის ისეთმა წყარომ, როგორიცაა ბირთვული, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გაზრდილი მოთხოვნის აკმაყოფილებაში.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply