გერმანიის მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ ორი ეკოლოგიური ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ ორი ეკოლოგიური ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ეკოლოგიური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს ნეგატიური გავლენა ექნება ზღვის ეკოსისტემისა და მფრინველებისთვის ნაკრძალი ზონისთვის.

15 იანვარს, გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply