კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროკავშირმა საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტებისთვის 20 მილიონი გამოყო

გარემოს დაცვის მიმართულებით 2020 წელს ახალი პროგრამების განსახორციელებლად ევროკავშირმა 2.5 მილიონ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარება გამოყო. 

ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლოვის ატაშეს, ალექსანდრე დარასს შეხვდა. 

შეხვედრაზე ევროკავშირის ახალი პროგრამის დეტალები განიხილეს, რომელიც 2022-2027 წლებში განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვა, ინდუსტრიული ემისიების შემცირება, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონმდებლობის და კლიმატის ცვლილების კუთხის ეროვნული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობების მხარდაჭერა.

Leave a Reply