ეთერიუმის ღირებულება 2,100 დოლარს გასცდა

ეთერიუმი პარასკევს 6.2%-ით გაიზარდა და შაბათს რეკორდულ 2,144 დოლარს მიაღწია. წელს ეთერიუმის ღირებულება თითქმის გასამმაგდა. Bloomberg Galaxy Crypto Index– მა  კი პარასკევს დაახლოებით 3%-იანი ზრდა დააფიქსირა.

გასულ კვირას Visa-მ განაცხადა, რომ მისი საგადახდო ქსელი  USD Coin-ს გამოიყენებს  ეთერიუმის გადახდების უზრუნველსაყოფად, რამაც ციფრული აქტივის მიმართ ოპტიმიზმის ზრდას ასევე შეუწყო ხელი.

კონსტანტინე ანისიმოვი, კრიპტოვალუტის ბირჟის CEX.IO-ს აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ ტენდენციის ფონზე, ეთერიუმმა უახლოეს დღეებში, შესაძლოა 2100 დოლარს გადააჭარბოს.

ეთერიუმმა ბიტკოინის გასული წლის მიღწევები გაიზიარა, რაც სტიმულირების მსხვილი პაკეტების შედეგი იყო.

მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ კრიპტოვალუტა სპეკულაციური ბუშტია, რომელიც სავარაუდოდ მალე გასკდება.

CoinMarketCap- ის მონაცემებით, ეთერიუმის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 230 მილიარდი დოლარია, ბიტკოინის კი დაახლოებით 1,1 ტრილიონ დოლარამდე.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply