ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ნავთობის მარაგი 58 წელს გასტანს

რუსეთის ამჟამინდელი ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, ნავთობის მარაგი 58 წელს გასტანს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრის მოადგილემ ევგენი კისილევმა.

ევგენი კისილევი

”ინვენტარიზაციის მონაცემებით, შემოსავლიანი ნავთობის მარაგი დაახლოებით 19 წელს გასტანს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსენებული არის პირობითი მაჩვენებელი. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აღნიშნული ვადები შესაბამისად დარეგულირებდა ”, – აღნიშნა მან.

კისელევმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების ნებისმიერი სცენარის მიხედვით, რუსეთის გაზის მარაგი 60 წელზე მეტი ხანს გასტანს.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply