თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აქტიურად განაგრძობს მთავრობის მიერ, 2019 წელს შემუშავებული, გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის განხორციელებას. სამწლიანი გეგმის ფარგლებში კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 384 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ააშენებს 3 მკვებავ გაზსადენს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.

2020 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 10 რეგიონის, 37 მუნიციპალიტეტის, 213 დასახლებულ პუნქტში. აშენდა ერთი მკვებავი და 2 600 018 გრძივი მეტრი გაზსადენი, 37 419 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს 5 რეგიონის 24 დასახლებულ პუნქტში. ჯამში, აშენდება 445 033 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 6 262 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

გასულ წელს მომზადდა 5 რეგიონის, 11 მუნიციპალიტეტის, 86 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი.განხორციელებულია 72 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა.

2019 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 8 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტის 61 დასახლებულ პუნქტში, აშენდა ორი მკვებავი და 1041 185,90 გრძივი მეტრი გაზსადენი, 14 910 აბონენტს საშუალება მიეცა ესარგებლა ბუნებრივი გაზით.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply