2020 წელს საქართველოს საკუთარი, შედარებით იაფი ბენზინი ექნება

დღეს საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

დღეს საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა და ფასმა 2.68 ლარიდან 2.73 ლარს მიაღწია. ბოლო წლებში საწვავის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 2.71 ლარი იყო.

საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 65 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. მათი თქმით, აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს, თუმცა, საბიუჯეტი შემოსავლების შემცირების გამო, სპეციალისტების ნაწილს ის გაუმართლებლად მიაჩნია. 

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობაც ხდება. 

Leave a Reply

Menu Title