ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ერთ ბარელზე სავარაუდოდ 50–75 აშშ დოლარი იქნება 2025 წლისთვის, ნათქვამია რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობ ინდუსტრიის განვითარების გენერალური სქემის პროექტში.
პროგნოზების თანახმად, 2020-იანი წლების მეორე ნახევარში ფასები ერთ ბარელზე 50-60 აშშ დოლარი იქნება და არ ჩამოვა ბარელზე 50 დოლარზე ქვემოთ.
”ფასების შენარჩუნება ბარელზე 50-60 აშშ დოლარზე და ზემოთ (თუ OPEC+-ის ხელშეკრულების თანახმად, წარმოების რეგულირება შენარჩუნდება) განპირობებული იქნება 2020-2022 წლებში წარმოების აქტივებში ინვესტიციის დაბალი დონით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანალიტიკოსების გამოთვლებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ 70 აშშ დოლარი იქნება 2030 წლისთვის, 73 დოლარი – 2035 წლისთვის და 71 დოლარი – 2040 წლისთვის. შეგახსენებთ რომ 2020 წელს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი საშუალოდ 42 აშშ დოლარი იყო ერთ ბარელზე.
ნინო სამადაშვილი