ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

ოპეკი 2021 წელს ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარ მამოძრავებლებს ასახელებს

ოპეკის აპრილის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აქვეყნებს ინფორმაციას მარტის თვეში ნავთობის მსოფლიო მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც გაიზარდა 1,22 მილიონი ბარელით/დღეში 93,23 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში. 

ნავთობის მოპოვების პროგნოზი ოპეკის ორგანიზაციის გარეთ 2021 წლისთვის თითქმის უცვლელია, მცირედი ზრდაა მოსალოდნელი.

მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ოპეკს გარეთ ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებლები გახდებიან კანადა, შეერთებული შტატები, ნორვეგია და ბრაზილია, ეკვადორი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, კატარი, გაიანა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევროპული ქვეყნები, მაშინ როდესაც პროგნოზის თანახმად დაცემამოხდება დიდ ბრიტანეთში, სუდანსა და მალაიზიაში.

2020 წელს ნავთობის მოპოვების საბოლოო მოცულობა ოპეკს გარეთ დაკორექტირებულ იქნა 42 ათასი ბარელით/დღეში. ორგანიზაციის შეფასებით, ეს მაჩვენებელი შემცირდა 2019 წელთან შედარებით 2.52 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში და შეადგინა 62.89 მილიონი ბარელი დღეში.

Leave a Reply

Menu Title