საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გაზარდა

“ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) გაზარდა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი 2021 წელს 230 ათასი ბარელით/დღე-ღამეში.

სააგენტო ახლა პროგნოზირებს მოთხოვნილებას 96,7 მლნ ბარელის ოდენობით/დღე-ღამეში, რაც 5,7 მლნ ბარელით მეტია 2020 წელთან შედარებით, ნათქვამია  IEA-ის მოხსენებაში.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში სუსტი მონაცემების მიუხედავად, წლიური პროგნოზი გაიზარდა გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით. ამავდროულად, მოთხოვნილების აღდგენა კვლავ არასტაბილურია, რადგან რიგ მომხმარებელ- ქვეყნებში იზრდება კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები .

პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ნავთობის მიწოდება ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ოპეკის წევრები, აღდგება 610 ათასი ბარელით/დღე-ღამეში. ამავდროულად, 2020 წელს მიწოდება დაეცა 1.3 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ნავთობის მიწოდება აშშ-დან კიდევ 100 ათასი ბარელით/დღე-ღამეში შემცირდება 2020 წლის 600 ათასი ბარელით/დღე-ღამეში დაცემის შემდეგ.

Leave a Reply

Menu Title