ზვიად შალამბერიძე: დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ გუმათის გზაზე დარჩენილი ბარიერების მოხსნა “სიტუაციის შესაბამისად” იგეგმება. რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა, რომლებიც მეორე კვირაა, ადგილზე არიან შეკრებილნი.

“ბარიერების აღება მოხდა, ნაწილის. იცით, რომ გუშინ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, პატარა ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით.

დიალოგს და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ყველა ძალებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი. მარტივი არ იქნება თავისთავად, იმიტომ, რომ არის საკითხები, რომლებზეც ძალიან ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ჩვენც და მათაც”

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათის გზის სავალი ნაწილიდან პოლიციამ რკინის ბარიკადები 17 აპრილის ღამით აიღო, თუმცა ჯებირები ისევ ადგილზე რჩება. შესაბამისად, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.



Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply