ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება

ევროპაში ელექტრომობილების მზარდი პოპულარობა ისევ ძალაში რჩება.

ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციის მიხედვით, სრულად ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყივდვებმა პირველ კვარტალში ავტომობილების მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 15% შეადგინა. პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.

2020 წელს ევროპამ გადააჭარბა ჩინეთს, როგორც ელექტრომობილების უდიდეს ბაზარს. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში უზარმაზარი სუბსიდირების და ასევე Volkswagen-ის და Stellantis-ის ახალი შეთავაზებების ფონზე, რეგიონი, სავარაუდოდ, წელსაც შეინარჩუნებს ლიდერობას.

ჩინეთის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, პირველ კვარტალში ჩინეთში ჰიბრიდული დანამატის მქონე ავტომობილებმა გაყიდვების 8% შეადგინა.

რაც შეეხება ევროპას, აქ ჰიბრიდული დანამატის მანქანების გაყიდვები უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ელექტრომობილების. მათი საბაზრო წილი 8.1% -მდე გაიზარდა 3.2%-დან, მაშინ როდესაც სრულად ელეტრულმა ავტომობილებმა რეგისტრაციების 6.6% შეადგინა, გასული წლის 4.2%-დან. თუმცა ელექტრომობილების მთლიანი გაყიდვები ასევე გაორმაგდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც პანდემიის პირველმა ტალღამ ქარხნების და შოურუმების მუშაობა შეაფერხა.

ელექტრომობილების გაზრდილი გაყიდვები ასევე სასიკეთო ნიშანია ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის, რომლებმაც დიდი ინვესტიცია განახორციელეს ამ მიმართულებით. ინვესტორები სულ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ მათ წარმატებით შეეძლებათ ელექტრულ ხანაში გადასვლა.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply